სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

 სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელ არბოშიკის ცნობილი სამჭედლო მოინახულეს
06-11-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის - ვარლამ თაგოშვილის ხელმძღვანელობითა და სკოლის დირექტორის - ეკატერინე ჩიტაურის ხელშეწყობით, X-XI კლასის მოსწავლეებმა სოფელ არბოშიკის ცნობილი სამჭედლო მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ ისინი გასვლით აქტივობაში კლასის ხელმძღვანელის - ნინო მატიაშვილისა და მოსწალეთა მშობლების - ირა ბოლქვაძესა და ინგა ფუტკარაძის თანადგომით, ჩაერთნენ. 

მოსწავლეები ხანჯლის გამოჭედვისა და გამოწრთობის პროცესს დაესწრნენ, რომელიც ახალგაზრდა ოსტატმა - თენგიზ ალადაშვილმა კომენტარებით წარმართა. ექსკურსიის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები და პროექტის მიზნების შესაბამისად, სასწავლო მასალაც გადაიღეს. 

სკოლის დირექცია ბატონ ვარლამ თაგოშვილს, ნინო მატიშვილსა და მოსწავლეთა მშობლებს მადლობა უხდის. 

გასვლითი აქტივობის შესახებ მეტ ინფორმაციას სკოლიდან გვაწვდიან. 

„ზაზა ალადაშვილი ამაყობს მემკვიდრით, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას უმაღლესი ხარისხის საბრძოლო იარაღი და თამამად გადასცემს „ესტაფეტას.“

ამ ტიპის არაფორმალური სასწავლო გამოცდილება მოსწავლეებს არა მხოლოდ ისტორიული პროცესების გაცნობაში ეხმარება, არამედ ანვითარებს მათ კვლევით, შემოქმედებით და ანალიტიკურ უნარებს, რაც მათ თანამედროვე რეალობაში წარმატებასა და თვითგამორკვევაში დაეხმარება. მოსწავლეებმა სამჭედლოს გვერდით არსებული საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, სადაც გამოფენილი იყო მრავალი საინტერესო ექსპონატი, მათ შორის ხანჯლები, ხმლები და სანადირო დანები, აგრეთვე დაუმთავრებელი ჯაჭვის პერანგი, რომელიც 55,000 რგოლისგან შედგება. მათ განსაკუთრებით მოეწონათ საგამოფენო დარბაზის ინტერიერისა და ეზოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ვიზიტორებისთვის კომფორტულად არის მოწყობილი.  გადაიღეს ფოტო და ვიდეო-მასალა, რომლითაც შემდგომში პროექტის მომზადებას შეძლებენ და უკეთ გააცნობენ თანაკლასელებსა და თემის სხვა წევრებს.

არაფორმალური განათლების ეს დღე განსაკუთრებული იყო მოსწავლეებისთვის. პრაქტიკულ გარემოში მიღებულმა ცოდნამ განამტკიცა მათში ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესი. ასეთი გამოცდილებები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად გააცნობიერონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ფესვები და იცოდნენ, როგორია პრაქტიკული ცოდნა, რაც დღესაც ფასეულია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება