სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი პედაგოგი - იაკობ გოგებაშვილი“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის მე-5 კლასში „დედა ენის“ შემქმნელს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
06-11-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად, პედაგოგ დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელის ხელმძღვანელობით, V კლასში შთამბეჭდავი პროექტი - „დიდი პედაგოგი - იაკობ გოგებაშვილი“ ჩატარდა. მისი მიზანი ბავშვებში ეროვნული ღირებულებების გაძლიერება და კრიტიკულად აზროვნების უნარის განვითარება გახლდათ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს. ისინი ნაწარმოებებს როგორც სკოლის ბიბლიოთეკაში მოძიებული წიგნებით, ასევე ელექტრონული რესურსებით გაეცნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს მათ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში დაეხმარათ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მშობლების დახმარებით, ბავშვებმა მოთხრობების პერსონაჟები დახატეს და პრეზენტაციები ჩაატარეს. მოსწავლეებმა განიხილეს, თუ რა სურს ავტორს და როგორ შეიძლება ამ იდეებმა მათი ეროვნული თვითშეგნება გააძლიეროს.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა, უნიკალური ორგანიზებისთვის, პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს.

„ეს პროექტი არის მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვაძლიერებთ ჩვენი მომავალი თაობის ეროვნული ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება