სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ჟურნალისტის როლში და საინტერესო ინტერვიუ სამოქალაქო განათლების პედაგოგთან
05-11-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბაზაზე არსებობს სამოქალაქო განათლების კლუბი - „ცვლილებების პიკი“, რომლშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, ეწევიან მოხალისეობრივ საქმიანობას და საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის კოორდინატორი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირინა მიქავა გახლავთ, რომელიც ამჯერად, რესპოდენტის როლში იყო, მას ჟურნალისტის ამპლუაში მოსწავლემ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა და ფართო აუდიტორიას კლუბის საქმიანობა გააცნო. 

„ირინა მიქავა არის ადამიანი, რომელმაც შექმნა და შემდეგ უკვე განავითარა კლუბი - „ცვლილებების პიკი“ - ასე ახასიათებენ სკოლაში პედაგოგსა და კლუბის ხელმძღვანელს, რომელიც მოსწავლეების არაფორმალურ განათლებაზეც ზრუნავს და მათ საინტერესო გამოცდილებას უზიარებს. 

თავად კლუბი „ცვლილებების პიკი“, კი არის ადგილი, სადაც  თითოეული მოსწავლის იდეებს ისმენენ და შემდეგ ეხმარებიან მათ განვითარებასა და განხორციელებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემდე „ცვლილებების პიკს“ უამრავი წარმატებული პროექტი აქვს განხორცილებული, რაშიც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მხარდაჭერა ძალიან დიდ როლს თამაშობდა. 

„კლუბი არ აპირებს შეჩერებას!“, - ამ შემართებით, კლუბი მუშაობას აგრძელებს და კიდევ მრავალი საინტერესო იდეის განხორციელებას აპირებს. 

„წარმატებები პედაგოგ ირინას და მისთვის უსაყვარლეს და ძალიან მნიშვნელოვან კლუბს“, - სკოლაში კლუბს და მის ხელმძღვანელს წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება