| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი შემართებით მონაწილეობენ.
ამჯერად, დაწყებითი კლასების პედაგოგმა - ლია ოქრომელიძემ მესამე კლასის მოსწავლეები თოჯინების თეატრში, სპექტაკლის - „სათაგურის“ სანახავად წაიყვანა.
მოსწავლეებისთვის სპექტაკლი ემოციებით სავსე, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის საპროგრამო მასალა უფრო თვალსაჩინო და საინტერესო გახადა სპექტაკლის ნახვამ.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო სანახაობით კმაყოფილმა მოსწავლეებმა, შემდეგ მოილოცეს ოხერას ეკლესია.
„სასიამოვნო და ნაყოფიერი დღე ჰქონდათ აღსაზრდელებს“, - ასე შეაფასეს სკოლაში მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი