| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის კედლებში არაერთი წარმატებული მოსწავლე აღზრდილა, რომელთა სწავლა-განთლებაზე ღვაწლმოსილი, პროფესიონალი და საქმეზე შეყვარებული პედაგოგები ზრუნავდნენ.
ამჯერად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საშუალო სკოლაში შედგა სამცხეთ-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, პედაგოგიკის დოქტორის ნატო ყრუაშვილის წიგნის - „კონსტანტინე თედორაძე“, პრეზენტაცია, რომელიც სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა მარინე ასპანიძემ წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ წიგნი ეხება ამავე სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს კონსტანტინე თედორაძეს.
იგი 1956-1974წლებში მუშაობდა ხიზაბავრის სკოლაში მათემატიკის პედაგოგად და ბევრი წარჩინებული და პროფესიონალი მომავალი თაობა აღუზარდა ჩვენს სამშობლოს.
ასევე წიგნში შესულია კონსტანტინე თედორაძის პოეზიაც, რომელის სოფლისა და სამშობლოს სიყვარულით არის დაწერილი.
აღსანიშნავია, რომ წიგნი ხიზაბავრის მკვიდრის, რამაზ თედორაძის უშუალო თაოსნობით გამოიცა და საჩუქრად გადაეცა ხიზაბავრის საჯარო სკოლის ყველა თანამშრომელს.
„მადლობა პედკოლექტივის სახელით ქალბატონ ნატო ყრუაშვილსა და ბატონ რამაზ თედორაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ ასეთი წიგნი გამოიცა და საჩუქრად გადაეცა კოლექტივს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი