სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორბეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენები ნახეს 
04-11-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მოსწავლეები ორ სპექტაკლს დაესწრნენ. შემოქმედებითი სტუდია „5+2“,  საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სპექტაკლები გაიმართა.

„მარაბდის გმირების“ რეჟისორი - გოგა თავაძე გახლავთ, ხოლო როლებში მოზარდ-მაყურებლის თეატრის მსახიობები იყვნენ. მეორე სპექტაკლი - „ზუსტად 8 საათზე“ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით იყო დადგმული. მისი რეჟისორი თათული გომართელი გახლდათ, ხოლო მსახიობები სხვადასხვა თეატრიდან იყვნენ. 

სპექტაკლების შემდგომ, კაკო ვაშალომიძის აკუსტიკური კვარტეტის შესრულებით მუსიკალური ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

„დღე, რომელმაც ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა არამარტო მე, არამედ დიდგორის, ორბეთის, ახალსოფლის, მანგლისის და თონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.

ამ შესანიშნავი დღისთვის გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს (მიხარია, რომ ბევრია) იმ სტრუქტურებს, რომელმაც პირადად ჩემი სურვილი რეალობად აქცია და თითოეული ჩვენგანი გააბედნიერა. მადლობა შემოქმედებით სტუდია „5+2“-ს, მადლობა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მადლობა  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას და პირადად, მადლობა ბატონ გიორგი წიკლაურს, მხარდაჭერისთვის. მადლობა თეთრიწყაროს საგანმანათლობლო რესურსცენტრს და თითოეული სკოლის ადმინისტრაციას. მადლობა თითოეულ მშობელს“,- წერს ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებელი სალომე კობაიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება