სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

UNICEF: საქართველოში 14 000-მდე ბავშვი საბავშვო ბაღში ვერ დადის
13-06-2018
-
+


გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში კვლევა ჩაატარა.

2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით, 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.

„ზოგადად, ქალაქში საბავშვო ბაღებში 3-5 წლის ბავშვების უფრო დიდი პროცენტული წილი დადიოდა, ვიდრე სოფლად (78% და 51% შესაბამისად). შინამეურნეობების უმდიდრეს მეხუთედში შემავალი 3-5 წლის ბავშვების თითქმის 64% დადიოდა საბავშვო ბაღში, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა უღარიბესი შინამეურნეობების მეხუთედში 57.7% შეადგინა. 3-5 წლის ბავშვების მთლიანი რაოდენობის 8.9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იმიტომ არ დადიოდა, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო. ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლისთვის (16.8%) უფრო მეტად არის დამახასიათებელი. არსებულ საბავშვო ბაღებში უადგილობის გამო კი, ბავშვების მთლიანი რაოდენობის თითქმის 5.1% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ დადის“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში.

იხილეთ ასევე:

„ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში“ - კვლევის შედეგები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება