სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომის დღესასწაული“ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში 
29-10-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა- განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღება აქცევენ. ამ მიზნით, კი სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, „შემოდგომის დღესასწაული“ გაიმართა.

„შემოდგომა არა მხოლოდ ფოთლების ცვენისა და ცივი ამინდის დროა, არამედ ახალი თავგადასავლების და მეგობრობის დროც!“ - ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში შემოდგომის დღესასწაულს წელს განსაკუთრებული სიხარულით შევხდით“, - ამბობენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სცენა: „ტყის სიზმარი“ წარადგინეს.

„დღის მთავარი გმირები იყვნენ მელანია მელია, ციცო ციყვი, ბაჭია ბაჭია, ბუ მეცნიერი, ბაქარი ძაღლი, წრუწუნა და ჩხიკვები, რომლებიც ბავშვებთან ერთად სხვადასხვა თამაშსსა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. ყოველი მათგანი თავისებურად ცდილობდა, რომ შემოდგომის ხასიათი გადმოეცა“, - გვეუბნებიან სკოოლაში.

„ტყის ბინადარნი“ შემოდგომის ხილით სავსე კალათებით გამდიოდნენ სცენაზე. მოსწავლეებმა თავიანთი როლები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ბაჭია ბუჭა თავის მხრივ, მხიარულად ხტოდა და ბავშვებს მასთან თამაშისათვის იწვევდა. მან სთხოვა ბავშვებს, რომ შემოდგომის ფოთლები შეეკრიბათ, მოერთოთ და გაელამაზებინათ სცენა.

ბუ მეცნიერი დღის სამეცნიერო კუთხის ხელმძღვანელი იყო. მან ბავშვებს „შემოდგომის საიდუმლო“ გაუმხილა და აუხსნა, რატომ იცვლიან და სცვივა ხეებს  ფოთლები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა ბევრი გაიგეს ფოტოსინთეზისა და ბუნების ცვლილებების შესახებ, რომლებიც შემოდგომის მოსვლას მოჰყვება.

„ბაქარი ძაღლი ყურადღებით ადევნებდა თვალს  წესრიგის დაცვას, რომ ყველას თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ  ეგრძნო.

წრუწუნა ნამდვილი მოყვარული აღმოჩნდა შემოდგომის მსუყე, ჯანსაღი წახემსების. მან შემოდგომა და დამსწრე საზოგადოება დიდი ყანწით დალოცა.

ჩხიკვები კი, როგორც ნამდვილი მელოდიების მეფეები, სკოლის ეზოში კონცერტს მართავდნენ – ისინი თავიანთი უჩვეულო, ლამაზი ხმებით მღეროდნენ შემოდგომის ჰიმნებს და ასრულებდნენ ცეკვებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

დღის ბოლოს, ყველამ გადაწყვიტა, რომ შემოდგომის დღესასწაული აუცილებლად ტრადიციად ექციათ. ერთიანობის, გუნდურობისა და მეგობრობის სიმბოლოდ მოსწავლეებმა გააფორმეს სტენდი:  „ერთობით ვქმნით მომავალს“.

სკოლის დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ღონისძიების ორგანიზატორებს შთამბეჭდავი  ზეიმისთვის. 

„მეგობრობის, მხიარულებისა და შემოდგომის ჯადოსნური ფერების ფონზე დასრულდა დღესასწაული ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში“, - ასე აფასებენ ღონისძიების დღეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება