| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმა.
ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლაში ყველა დიდი სიხარულით გამოცხადდა. მათ ერთმანეთს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღსანიშნავია, რომ მონატრებული მოსწავლეების დასახვედრად, პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ.
სკოლაში დიდი სიყვარულით მიიღეს ერთადერთი პირველკლასელი, რომელსაც კუთვნილი კომპიუტერი და წიგნები გადაეცა.
სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა - ლევან გოგიტიძემაც მიმართა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო და კოლეგებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელს, რომელმაც პირველად შემოაღო ჩვენი სკოლის კარი, რათა დაფრთიანდეს და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიოს ქვეყანას.
შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ. ცოდნის ტაძარში გატარებული თითოეული დღე ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული ყოფილიყოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას და ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ლევან გოგიტიძემ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა