სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის - ოთარ ციბაძის საერთაშორისო წარმატება და ინფორმატიკის ოლიმპიადაზე მოპოვებული საპატიო სიგელი
11-09-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ოთარ ციბაძის საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ მორიგ წარმატებას აღნიშნავენ. 

ნიჭიერმა მოსწავლემ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ინფორმატიკაში (IOI 2024 ეგვიპტე) საპატიო სიგელი დაიმსახურა. 

2024 წლის 1-8 სექტემბერს, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გაიმართა ინფორმატიკის 36-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI 2024), რომელიც ცნობილია, როგორც მოსწავლეთა ყველაზე პრესტიჟული ინფორმატიკის კონკურსი მთელ მსოფლიოში.

აღნიშნული შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობდა 91 ქვეყნის 362 მონაწილე, არის ერთ-ერთი იმ ხუთი საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადიდან, რომელიც  ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გუნდის 4 წევრიდან 3 მათგანი გახლდათ დებიუტანტი და მიუხედავად ამისა, ოთხივე მათგანმა წარმატებით გაართვა თავი მოცემულ დავალებებს.

გუნდმა ჯამში მოიპოვა 1 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი.

როგორც ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, 2024 წელი ოთარისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

  • მან ინფორმატიკის ოლიმპიადა EJOI 2024-ზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი;
  • ინფორმატიკის ოლიმპიადა IATI 2024-ზე მოიპოვა ოქროს მედალი;
  • ინფორმატიკის ოლიმპიადა Info(I)Cup 2024-ზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

„ვულოცავთ გუნდის შემადგენლობას ოლიმპიადაში მიღწეულ წარმატებებს და ოთარს ვუსურვებთ მორიგ გამარჯვებებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებზე“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლის გულშემატკივრობას აქტიურად აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი როლური თამაში აღმოჩნდა

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება