| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„განათლება - ეს არის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ძლიერი იარაღი“ - მიმართავს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია ახალგაზრდებს და ურჩევს მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომონ. მოსწავლეთა სიყვარულით გულანთებული მათთან ურთიერთობას უფრთხილდება და მათი წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებულ მოსწავლეებს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- შრომა, შრომა და შრომა, წიგნთან მეტი ურთიერთობა.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- განათლება - ეს არის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ძლიერი იარაღი.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- საკუთარ შვილივით რომ უდგები და ურთიერთობას უფრთხილდები.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- „დათა თუთაშხიას“- ცხოვრებისეულია.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მეცხოვროს თავისუფალ, დამოუკიდებელ, გამთლიანებულ საქართველოში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა