| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფარამაზ ჯალილოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის წარმატებული ხელმძღვანელია, რომლისთვისაც მეტად მნიშვნელოვანია ბევრი წარმატებული მოსწავლე, ამიტომ მათთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს. მოწაფეთა აქტიური მხარდამჭერია, მუდმივად ცდილობს, სასწავლო პროცესში სიახლეები დანერგოს, მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო შესთავაზოს და ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა აღუზარდოს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ფარამაზ ჯალილოვასთან:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- ბევრ წარმატებულ მოსწავლეს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- არ ღირს დარდი ორ რამეზე: რასაც არაფერი ეშველება და რასაც ეშველება...
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- ბევრი იშრომონ და ყველაფერი გააკეთონ მიზნის მისაღწევად.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ცოდნის მიღება და მისი გამოყენება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მასზე ზრუნვას და დახმარებას, როცა სჭირდება.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- „თამაში ჭვავის ყანაში“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- გამთლიანებულ, ძლიერ, ევროპის წევრ საქართველოში ცხოვრებას.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას