სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოტიანეთის საჯარო სკოლაში, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, შემეცნებითი ხასიათის აქტივობები განხორციელდა
21-06-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასკოლო საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ ინიციატივაში, რაც მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მიცემას და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას ემსახურებოდა. 

მათ შორის აღსანიშნავია მასშტაბური პროექტი - „მეგობრობის ხიდი“, რომლის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი გახლდათ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი, მენტორი მასწავლებელი მარი ხარიტონაშვილი. პროექტმა, რომელიც 2023-2024 სასწავლო წელს მიმდინარეობდა მოიცვა მთელი საქართველო. თითქმის ყველა რეგიონიდან 25 სკოლა იყო ჩართული, მათ შორის კოტიანეთის საჯარო სკოლაც, სადაც პროექტის ფარგლებში უამრავი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ხასიათის აქტივობები განხორციელდა.

კოტიანეთის საჯარო სკოლაში აქტივობების განხორციელებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ეკა ადამია. 

როგორც ეკა ადამია გვიყვება, პროექტი შეფასდა როგორც უპრეცედენტო შემთხვევა, როგორც მისი მასშტაბურობით, ასევე მისი უნიკალურობით. 

„დაფასდა თავდადებული შრომა, თითოეული მონაწილე  ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის რომ პროექტს წარმატება მოეტანა. და აი, ის დღეც დადგა. პროექტი „მეგობრობის ხიდი“ გაშუქდა საქართველოს ტელევიზიის მთავარ სამაუწყებლო არხზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელს ქ.მარის, მასში ჩართულ ყველა სკოლას და პედაგოგს, დაგვამეგობრა, გაგვაერთიანა, დიდი რწმენით და მომავალში ისევ მალე შეხვედრის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ასევე, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სკოლის დირექტორს ქ-ონ ნატო კვარაცხელიას, ქ-ონ მაია ადამიას მხარდაჭერისთვის და ხელშეწყობისთვის, ჩემი სკოლის  კოლეგა მეგობრებს დახმარებისთვის ვინც კი თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შეიტანა ჩვენი პროექტის განხორციელებაში, და ბოლოს, ყველაზე მთავარ გმირებს ჩემს ძვირფას მოსწავლეებს უდიდესი მადლობა. გილოცავთ ყველას. წარმატებები შემდგომ ეტაპზე“,- აღნიშნავს ეკა ადამია და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და დირექციისა და კოლეგების მხარდაჭერა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება