| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი სასწავლო წელი საზეიმოდ დააგვირგვინეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს, სადაც წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი მისცეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ, როგორც პირველი მასწავლებელი, ასევე სკოლა, მშობლები და ქვეყანა.
იხილეთ ვიდეო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დაფინანსებისთვის სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება არ დასჭირდება
ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას