სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალშენის საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს გაცილების საღამო მოუწყვეს
21-06-2024
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დასასრულს, ემოციებით სავსე საღამო გაიმართა. 

საღამო ახალშენის საბაზო სკოლის კურსდამთავრებულებს მიეძღვა.  

ბავშვებმა საპატიო სტუმრად მოიწვიეს მათი პირველი მასწავლებელი მავლინა ნესოშვილი, რომელმაც გაიხსენა ცხრა წლის წინ მათი პირველი ნაბიჯები ახალშენის სკოლაში და გულთბილად დაულოცა მომავალი.

საღამოს ასევე ესწრებოდნენ სტუმრები რესურსცენტრიდან, ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიიდან და სოფლიდან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამო დატვირთული იყო, პოეზიით, მუსიკალური, ქორეოგრაფიული თუ იუმორისტული ნომრებით, სადაც ბავშვებმა მოირგეს მასწავლებლის როლი.

როგორც სკოლაში აფასებენ, ეს ლამაზი საღამო მასწავლებლებმა დაამშვენეს თავისი ცეკვით და სიმღერით, რაც ბავშვებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, ხოლო საღმოს კულმინაცია იყო დირექტორის - ვიოლა აკობიძის დაწერილი ლექსი, რომელიც მან მე-9 კლასელებს მიუძღვნა და მათ გზა დაულოცა მომავალი წარმატებისკენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება