სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ჩემი გულიდან ამოფრენილი ჭიამაიები ხართ“ - გავაზის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ემოციური გამოსაშვები ღონისძიება
21-06-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი საზეიმოდ დააგვირგვინეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნელი რევაზიშვილის ხელმძღვანელობით  გამოსაშვები ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიება სახელწოდებით - „თქვენ ჩემი გულიდან ამოფრენილი ჭიამაიები ხართ“ 12 ივნისს ჩატარდა და მოიცავდა მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას. 

აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. 

„ეს დღე განსაკუთრებული, ემოციური და სევდანარევი იყო, რაც გამოწვეული იყო აუცილებელი განშორებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ  ჩართულნი მოსწავლეთა დიდ ზარ-ზეიმში.

მოსწავლეებმა გაიხსენეს პირველი დღე, როდესაც მათ სკოლაში პირველად შეაბიჯეს, პანდემიის პერიოდი, ონლაინ სწავლება. ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებითა და სიტყვებით მადლიერება გამოხატეს მასწავლებლების მიმართ. მოირგეს მასწავლებლის როლი და განასახიერეს, რამდენიმე მათგანი.  მასწავლებელმა მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა და სიგელები გადასცა.

ღონისძიება ასევე განმსჭვალული იყო პატრიოტული სულისკვეთებით. მოსწავლეებმა ისაუბრეს სამშობლოს წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე. წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე და შეასრულეს სიმღერები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება