სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაფლოს საჯარო სკოლაში „ჩრდილების თეატრის ფესტივალი“ მოეწყო
21-06-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა განვითარებას ემსახურებოდა. 

მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „ჩრდილების თეატრის ფესტივალი“. პროექტის პარტნიორი მასწავლებლები იყვნენ - ვაფა მუსტაფაევა, ელისო პაპასქუა, აიდა რუსთამოვა.

პროექტი ითვალისწინებდა პრეზენტაციას თეატრის ისტორიისა და ჩრდილების თეატრის შესახებ, ასევე სპექტაკლისთვის ტექსტების განხილვას, საცდელი მაკეტის შექმნასა და გამოცდას, ქაღალდის პერსონაჟებისა და სცენის შექმნას, მუსიკის მასწავლებელთან ერთად მუსიკალური გაფორმების შერჩევას, ტექსტებზე მუშაობას, რეპეტიციებს, ეს ყველაფერი კი სკოლაში ჩრდილების ფესტივალით დაგვირგვინდა. მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკასაც სტუმრობდნენ, სადაც წარმოდგენა გამართეს. 

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება