| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი ჩართულობითა და მონდომებით, შთამბეჭდავი ღონისძიებები იმართებოდა, რაც სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანს ხდიდა.
მათ შორისა აღსანიშნავია, ღონისძიება - „მოგზაურება ხელოვნების სამყაროში“, რომელიც ესთეთიკის კათედრის (პედაგოგები:თეა მჟავანაძე და ნაირა გეტმანენკო) ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ხელოვნების განვითარების ეტაპებზე, ქართველი მხატვრების ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.
ასევე, მოწაფეებმა სასკოლო საზოგადოებას წარმოადგინეს თეატრალური დადგმა - „უცნობი ფიროსმანი“, სადაც გააცოცხლეს ნიკო ფიროსმანის პერსონაჟები.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს დიდი დღესასწაული მოუწყვეს
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას