სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
03-06-2024
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის, სკოლაში გატარებული პირველი წელი მხიარული და ფერადი მოგონებებით აღსავსე იყო. 

დასასრულიც შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა. 

პატარებმა პირველი სასწავლო წლის დასასრული ღონისძიებით იზეიმეს, მიღებული ცოდნა შთამბეჭდავი წარმოდგენით შეაჯამეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

სასკოლო საზოგადოება პატარებს ემოციურად დაემშვიდობა და მათ ბედნიერი და ნაყოფიერი დასვენება უსურვა. 

„მარაბდის საჯარო სკოლაში 9 თვის წინ პირველად შემოაბიჯეს ახალ სამყაროში, პირველად მიუსხდნენ სკოლის მერხებს და მას შემდეგ მოვდივართ ერთად. ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან - სითბო, სიყვარული, მზრუნველობა, ერთობა, გვერდში დგომა... თითოეული მათგანი განსაკუთრებულად გამორჩეული და საყვარელია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგიას გვაცლიან, მათი ერთი თბილი მზერა, გაღიმება, ჩახუტება, დადებითი იმპულსებით გმუხტავს და ხვდები, რომ არ დაღლილხარ ყველაზე თბილებო და გულწრფელებო, გილოცავთ პირველი კლასის დამთავრებას, ახლა უკვე მეორე კლასელები გქვიათ“, - ამ სიტყვების ფონზე, პირველკლასელები სკოლას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს

წინ ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით დატვირთული სასწავლო წელი, ახალი გამოცდილება და წარმატება ელით
 
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება