| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად, სკოლაში ზარ-ზეიმით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორცილდა. მათ შორის პოეზიის საღამო - „საქართველო - სამშობლო ჩემო!“
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-3, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები (მასწავლებლები: ნათია იდაძე, ხათუნა ჭეიშვილი, ელიზა ფრუიძე).
მოსწავლეებმა წაიკითხეს საქართველოსადმი მიძღვნილი პროზაული და პოეტური ტექსტები, შეასრულეს სიმღერები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება, ტექსტების მხატვრულად წაკითხვის უნარების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ