| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი ჭადრაკი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, შესაბამისად სკოლაში ჭადრაკი სიღრმისეულად და ხარისხიანად ისწავლება. ის მოწაფეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი საგანია.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ვაჟთა შორის საჭადრაკო ტურნირის ფინალური ტური გაიმართა.
მონაწილეები დაყოფილი იყვნენ ოთხ ასაკობრივ კატეგორიად.
შესარჩევ ტურებში თითქმის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა რის შედეგადაც გამოვლინდა 8 ფინალისტი:
I საფეხური - დემეტრე თოფჩიშვილი და ილია შამათავა;
II საფეხური - ლაზარე ხაჭიპერაძე და დანიელ ენდელაძე;
III საფეხური - ჯანო ნაჭყებია და ლუკა ჯღარკავა;
IV საფეხური - ნიკოლოზ მაისურაძე და ნიკოლოზ ყარაულაშვილი.
ვაჟთა შორის გამართულ ფინალურ ტურში გამარჯვებულები გახდნენ:
I საფეხური - მესამე სვლაზე „საბავშვო შამათით“ გაიმარჯვა დემეტრე თოფჩიშვილმა;
II საფეხურზე - დანიელ ენდელაძემ მეორე სვლაზევე „შამათით“ დაამარცხა მისი მეტოქე;
III საფეხურზე - ლუკა ჯღარკავამ თამაშის დაწყებიდან 4 წუთის შემდეგ „ფრანგული დებიუტით“ მოუგო მოწინააღმდეგეს;
IV საფეხურზე - გაიმარჯვა ნიკოლოზ ყარაულაშვილმა, „ლონდონის დებიუტით“ მოიპოვა გამარჯვება.
გიმნაზია ულოცავს გამარჯვებას თითოეულ მონაწილეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ