სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ექსკურსიის ჩატარება ფასდება თუ არა კრედიტქულით და რამდენი კრედიტი შეიძლება მიენიჭოს მასწავლებელს ამისთვის
06-06-2018
-
+


მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ექსკურსიების კრედიტქულების შეფასების შესახებ არაფერია აღნიშნული. თუმცა როგორც Etaloni.ge-ს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, ექსკურსიის ჩატარება შესაძლებელია სქემის გათვალისწინებული ერთ-ერთ აქტივობის ფარგლებში კრედიტქულით შეფასდეს.

„სქემაში არის ერთი აქტივობა - მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობა. თუ პედაგოგს მიაჩნია, რომ ექსკურსია არის მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც შეიძლება შეფასდეს, მან უნდა წარმოადგინოს თავისი საქმიანობა და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური და ლოგიკურად დასაბუთებული,“ - აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.



რაც შეეხება იმას, თუ რამდენი კრედიტქულით შეიძლება შეფასდეს მასწავლებლის მიერ ინიცირებული დამატებითი აქტივობა - ამ შემთხვევაში ექსკურსია, ცენტრის ცნობით, კრედიტებზე შეზღუდვა არ არის:

„ვინაიდან ეს არის მასწავლებლის მხრიდან ინიცირებული საქმიანობა, მასწავლებლი შემოდის წინადადებით, რამდენ კრედიტად მიაჩნია, რომ შეიძლება შეფასდეს ეს საქმიანობა. ამას უნდა ადასტურებდეს მის მიერვე წარმოდგენილი შეფასების კრიტერიუმები. პედაგოგი მასწავლებლის მიერ ინიცირებული სხვა დამატებითი საქმიანობის განსახორციელებლად მიმართავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით შეიმუშავებს: შესაბამისი დამატებითი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, შეფასების კრიტერიუმებს და განსაზღვრავს მისანიჭებელი კრედიტქულების რაოდენობას,“ - აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება