სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენობრივი საუბარი“-  ნახუნაოს საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
30-05-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-6 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საკლასო პროექტი - „ენობრივი საუბარი“ განხორციელდა. მას მასწავლებელი ლიანა ბერია უძღვებოდა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მათთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნამდვილად გამოწვევა იყო, რადგან მოსწავლეებმა თვად შექმნეს და დახატეს ანიაცია - „დათო და დათვი“. ეს თემა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. მათ ფუნქციები გადაინაწილეს, ბროშურა შექმნეს, პრეზენტაციები გამართეს და პროექტის ბოლოს, შედეგები შეაჯამეს. 

აღნიშნული პროექტის სტრატეგიული მიზანი სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა იყო.

პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავად სკოლა გვაწვდის, რასაც უცვლელად გთავაზობთ: 

„ენობრივი საუბარი“

1. პროექტის სახელი: „ენობრივი საუბარი“

2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის სტრატეგიული მიზანია ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ანიმაციის შექმნა.

3. პროექტის სრული აღწერა:

პრობლემის განსაზღვრა

საინტერესო და შემეცნებითი ანიმაცია მოსწავლეებს გაუმარტივებს და გაუხალისებს ენის შესწავლის პროცესს. ანიმაცია „დათო და დათვის“ შექმნით ბავშვები გმირთან ერთად სახალისო სიტუაციებში იმოგზაურებენ ბუნების გარემოში, განიცდიან მოულოდნელ სიხარულს, დათვთან ერთად ატარებენ მეგობრობის ბედნიერ წუთებს, ასაჩუქრებენ დათვს და დათვიც ასაჩუქრებს ბავშვებს.

მიზანი

პროექტის სტრატეგიული მიზანია ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, რათა მოსწავლეებმა  ანიმაციის საშუალებით განავითარონ შემოქმედებითი უნარი. 

პროექტით დასახული მიზნის უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ამოცანის განხორციელება:

ა) სამუშაო ჯგუფის ფორმირება.

ბ) ჯგუფზე ფუნქციის გადანაწილება.

გ) კონკრეტული სამუშაოს დროულად შესრულება.

პროექტის განხორციელების გზები

პროექტი განხორციელდება სამი თვე (მაარტი, აპრილი, მაისი, ).

პროექტს განახორციელებს სამუშაო ჯგუფი (მე–6 კლასი).

მასწავლებლის ფუნქციაა უხელმძღვანელოს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.დაგეგმოს სამოქმედო გეგმა და ჩაატაროს მონიტორინგი.

სამუშაო განრიგი

სამუშაოს დასახელება;

მოცემული თემის გაცნობა (მარტი);

მუშაობა მოცემულ სიუჟეტებზე, ნახატების შექმნა (აპრილი, მაისი).

მოსალოდნელი შედეგები

1.  მოსწაავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სასკოლო პროექტში,  პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა.

მონიტორინგი და შეფასება

პროექტის განხორციელების პროცესში მუშა ჯგუფის მონიტორინგს აწარმოებს მასწავლებელი.

მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2024 წლის მარტი, აპრილი, მაისი.

პროექტი შესაძლო აქტივობები კლასში:

ა) სამუშაო ჯგუფზე ფუნქციების გადანაწილება.

ბ) პლაკატების მომზადება.

გ) ინტერნეტში მასალების მოძიება მითითებულ თემასთან დაკავშირებით..

მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შიქმნას:  მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სკოლის სასკოლო პროეტთან დაკავშირებით.

სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე. ყოველივე ამის თანამდევი შედეგი იქნება მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის ამაღლებ,რაც უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.

მოსწავლეები ინტენსიურად ეძებენ ინტერნეტში (სხვადასხვა ანიმაციებს) ინფორმაციებს. ამზადებენ პრეზენტაციას.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლიანა ბერია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება