სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავალი ჩვენია“ - პირველკლასელთა ლამაზი ღონისძიება თხილნარის N2 საჯარო სკოლაში
31-05-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის, სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელის დასასრული დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა. 

„პირველი მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც  გადის სასკოლო ცხოვრების პირველ ეტაპს თითოეულ მოსწავლესთან ერთად. ის უყრის ცოდნის ძირითად საფუძველს, ასწავლის წერა-კითხვას, აცნობს სამყაროს“, - სწორედ ამ მიდგომით, პედაგოგი თალიკო ვახტანგიძე პირველკლასელთა მეგზური გახდა და მათთვის ცოდნის სამყაროში გადადგმული პირველი ნაბიჯები ტკბილ მოგონებებად აქცია. 

სწორედ ასეთი, ამაღლებული განწყობა იგრძნობოდა, 27 მაისსაც, როცა პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. ჩატარდა ღონისძიება - „მომავალი ჩვენია“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დატვირთული იყო ულამაზესი აქტივობებით,  მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი მშობლებიც.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება