სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „ოჯახი“ კონფერენცია ჩატარდა
30-05-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები საინტერესო პროექტის დახმარებით ჰუმანური აღზრდის წესებს, ოჯახურ ღირებულებებსა და სასწავლო პროცესში ოჯახის ჩართულობის მნიშვნელობას ეცნობიან.

სკოლაში პროექტის - „ჰუმანური საქართველო“ და „ჰუმანური სამტრედია“ ხელმძღვანელობით განხორციელდა საინტერესო ინიციატივა „ოჯახი“.

პროექტის - „ოჯახი“ მიზანია გაცნობიერება იმისა თუ რა არის ოჯახი, რა როლი აქვს მას ბავშვის სწავლა-აღზრდის საქმესა და ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

სამიზნე ჯგუფები: საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები.

პროექტის განხორციელების პირველ სასკოლო ეტაპზე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით, ასევე სადამრიგებლო პროგრამების ფარგლებში მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია.

მოსწავლეებმა საზოგადოების წინაშე scrach-ის პროგრამით ვიზუალურად წარმოადგინეს „ბედნიერი ოჯახი“ და „ჰუმანური ოჯახი“, ასევე ჩანახატები - „ტრადიციული ქართული ოჯახი“, „ბედნიერი ოჯახი“. პოსტერი -  „ოჯახი, როგორც ღირებულება“, ესეები თემებზე - „რას ნიშნავს ოჯახი“; „რა არის ტრადიცია“; „ტრადიციული ოჯახი“; „ოჯახი, როგორც ღირებულება“; „ოჯახის გავლენა მოსწავლის სწავლის ხარისხზე“; „ცხოვრების მთავარი აზრი - ოჯახი და ოჯახური კეთილდღეობა“.

კონფერენცია მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება