| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტულ ღირებულებებზე ზრდიან და სამშობლოს სიყვარულს უღვივებენ.
ამ მოტივით, სკოლაში, ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შექმნა. გამონაკლისი არც 9 აპრილი ყოფილა, უმძიმესი დღე და ამავდროულად მოვლენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი გახდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ყოროლისთავის საჯარო სკოლაში გაიმართა პატრიოტული ღონისძიება. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს გაიხსენეს ამ დღის ქრონიკები და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და შემდეგ, მისი შენარჩუნება.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი