სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჟოშხის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
29-05-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებად აღზრდაზე ზრუნავენ. 

ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწობა. მათ შორის, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები. ამჯერად, ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს.

ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო, მათ არაერთი შემოქმედებითი ნომერი გამართეს და იმ გზაზე ისაუბრეს, რაც დამოუკიდებლობამდე საქართველომ გაიარა. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება