| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, იმღერეს, იცეკვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგებმა და დირექციამ კი კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
„დაირეკა მე-12 კლასის ბოლო ზარი! ვულოცავთ სრულიად საქართველოს სკოლების კურსდამთავრებულებს, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
უფალი იყოს თქვენი შემწე ბავშვო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავავენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ