სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიალოგის ხელოვნება“ - საინტერესო აქტივობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში
24-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ირინა მიქავას ორგანიზებით ჩატარდა სამშვიდობო მისიების შესახებ აქტივობა - „დიალოგის ხელოვნება“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში, ორი ჯგუფი დამოუკიდებლად ამუშავებდა სამშვდიობო მისიების შესახებ სხვადასხვა წყაროს, ინფორმაციას და თამაშამდე 10 წუთით ადრე შეიტყვეს გუნდის პოზიცია.

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა სკოლაში წარადგინეს განსხვავებული პოზიციები, გამართეს კონსტრუქციული დისკუსია/დიალოგი, შემდეგ კი შექმნეს შეთანხმების დოკუმენტი, რომელზეც ხელი მოაწერეს ჯგუფის ლიდერებმა.

მტკიცებითი მხარის გუნდის ლიდერები: თეკლა გასვიანი და მარიამ ურუმაშვილი იყვნენ,  უარმყოფელი მხარის გუნდის ლიდერები კი, თეკლა რეხვიაშვილი და ქრისტინე კობახიძე.

„დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ჟიურის წევრებს, რომლებიც იყვნენ კსუ-ს პროექტის „ამათის ხელოვნების“, მონაწილეები ანანო ედიბერიძე და საბა მანაგაძე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება