| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზიმოდ გააცილა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა.
ემოციებით სავსე იყო ღონისძიება, რომლითაც მეთორმეტეკლასელები სკოლას დაემშვიდობნენ. „ჩვენს შემდეგ, ჩვენზე უკეთესები მოვლენ“ - ეს გახლდათ ახალგაზრდების სიტყვები, რომლებმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
სევდანარევი სიხარული და ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება - შთაბეჭდილებებით, დაუვიწყარი შეგრძნებებითა და დიდი ჟრიამულით მიიწურა დღე, რომელიც ღრმად დაილექება კურსდამთავრებულების მეხსიერებაში.
აღსანიშნავია, რომ მათი პედაგოგი, ხათუნა ცეცხლაძე, რომელიც ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა თავის საყვარელ მოსწავლეებს.
„დასანანია, რომ ეს ყველაფერი მთავრდება. თუმცა მოსაწყენად არც გცალიათ... წინ კიდევ უფრო საინტერესო დღეები გელოდებათ. დაგილოცავთ წინ სავალ გზას „ჩემო შოკოლადებო“. იცოდეთ მიგყვებათ ჩემო გული, სული და ჩემი დიდი სიყვარული. დღევანდელი დღის დასასრული, ბედნიერი დასაწყისი ყოფილიყოს თქვენთვის. მიყვარხართ და მჯერა თქვენი. მადლობა ამ დღის გალამაზებისთვის და მაყურებლის სიყვარულისთვის, ჩვენი სკოლის უცვლელ და უნიჭიერესს სცენარისტს დოდო დონაძეს. გვიყვარხარ გულში. მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ირმა მენაბდეს თანადგომისთვის. ჩემს მშობლებს, უდიდესი პასუხისმგებლობისთვის და ყველა ჩვენ მასწავლებლებს უდიდესი სიყვარულისთვის“, - აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავავენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ