სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით ნამუშევრები შექმნეს
23-05-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სკოლაში მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა.

სკოლაში, კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ ისტორიულ თარიღსა და მის მნიშვნელობაზე. მათ, ასევე წარმოთქვეს ლექსები და ფრაზები, რომლებიც ქართულ ენას მიეძღვნა.

სკოლაში, ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები.

ბავშვებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და წაკითხულის მიხედვით, შექმნეს ნახატები, კომიქსები. მათ, ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, რომელზეც  ჯგუფურად იმუშავეს.

აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ჩიტო ცინდელიანი და ნონა ცინდელიანი.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება