სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლიდან ორი მე-12 კლასელი საზეიმო ღონისძიებით გააცილეს 
23-05-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ორი მე-12 კლასელისთვის დაირეკა. 

ემოციებით დატვირთულმა დღემ საზეიმო სახე მიიღო. სკოლის შემოქმედებითმა გუნდმა კურსდამთავრებულებს კონცერტი მიუძღვნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს გაწეული ამაგისათვის მადლობა გადაუხადეს. იყო გულთბილი სიტყვები, ბედნიერების ღიმილი და გამომშვიდობების ცრემლებიც.

„მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა“- ახლა ჩვენი, პედაგოგების და თქვენი - მეთორმეტეკლასელების შემოდგომაა. გვინდა, ეს წლები და დღევანდელი დღე იყოს დაუვიწყარი, რადგან მოსწავლისა და მასწავლებლის ამპლუაში ჩვენ აღარ შევხვდებით ერთმანეთს გაკვეთილებზე, აღარ მოგვიხმობს სკოლის ზარი, მაგრამ დავრჩებით, როგორც უფროსი და უმცროსი მეგობრები. იყავით ისეთივე სუფთა სულის, პირნათლები და სიყვარულით სავსე, როგორებიც დღეს ხართ, დაგბედებოდეთ ბედნიერი მომავალი და თქვენი მიზნებისა და სურვილების ახდენა!

ერკეთის საჯარო სკოლა ულოცავს გიორგის, გივის და ყველა მეთორმეტეკლასელს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. ემრავლოს კურსდამთავრებულებს და სკოლაში შემომსვლელებს“-, ასე გააცილა ერკეთის საჯარო სკოლამ ცხოვრების ახალ სარბიელზე თავისი ორი მეთორმეტეკლასელი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება