სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ზაფხულს ვარაუდობენ წელს - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
05-06-2018
-
+


გარემოს ეროვნული სააგენტო 2018 წლის ზაფხულის პროგნოზს აქვეყნებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპერტების დასკვნით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექები 45%-იანი ალბათობით ნორმაზე ნაკლები იქნება, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ნორმა საქართველოს დაბლობსა და ბარში +20, +23, მთაში +17, +20, მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს. ზაფხულის სეზონზე ნალექების ნორმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში 500-580 მმ, კოლხეთის დაბლობზე 250-500 მმ, მთაში 220-260 მმ, მაღალ მთაში 300-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მთასა და მაღალ მთაში 190-300 მმ-ის ფარგლებშია.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებას, წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები განაპირობებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ რეგიონებში, ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექები, ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება