სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სად სწავლობენ მინისტრების შვილები და რა ჯდება მათი განათლება
02-12-2025
-
+


სად სწავლობენ საქართველოს მთავრობის პირველი პირების შვილები და რა თანხებთანაა დაკავშირებული მათი სწავლება - ეს საკითხი საზოგადოების ინტერესის და განხილვის საგანი არაერთხელ ყოფილა. სწორედ ამ ინტერესის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც მინისტრებს დეკლარაციაში აქვთ ასახული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრთა ნაწილს სასკოლო ასაკის შვილი არ ჰყავს, ან მითითებული არ აქვთ დეკლარაციაში დეტალური ინფორმაცია, მონაცემები არასრულია. 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე -
2024 წლის დასაწყისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი და ნიკო კობახიძეების სწავლის საფასური წელიწადში 17674,88 ლარია, ამასთან დეკლარაციაში მითითებულია რომ ბავშვების ენის კურსის გადასახადი 2860 ფუნტია, ამ თანხას თუ ლარში გადავიყვანთ გამოვა, რომ შვილების ენის კურსებში პრემიერი წელიწადში 9940 ლარზე მეტს იხდის.

გიორგი ამილახვარი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - 2024 წლის დასაწყისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ამილახვარის შვილების განათლებისთვის 2023 წლის განმავლობაში თანხა ამილახვარის მეუღლეს, ნინო წერეთელს აქვს გადახდილი. კერძოდ: ნიცა ამილახვარის სწავლებისთვის ჯამში 25 000 ლარი; ხოლო ანა მია ამილახვარის განათლებაში 5 900 ევრო.

დეკლარაციაში არ არის მითითებული, სად სწავლობენ მინისტრის შვილები, თუმცა ამილახვარს საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ ისინი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში იღებენ განათლებას.

ლევან დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დეკლარაციის მიხედვით, შვილების  სწავლის გადასახადს დავითაშვილის მეუღლე თეა ფარქოსაძე იხდის.

ანა და ლუკა დავითაშვილების სწავლაში 2023 წელს თეა ფარქოსაძემ ჯამში 22 470,76 ლარი გადაიხადა.

თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი - შვილის, მერი კაკულიას სწავლის გადასახადს თავად იხდის, 2023 წელს მან შვილის სწავლაში 14 635 ლარი გადაიხადა.

ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - 4 შვილი ჰყავს, საიდანაც 2 ბაღის აღსაზრდელია. როგორც დეკლარაციიდან ვიგებთ, შვილების სწავლების გადასახადს ამ შემთხვევაშიც მისი მეუღლე ნინო ვაშაკიძე იხდის.

2023 წლის განმავლობაში განათლებაში გადახდილი თანხები ასე გამოიყურება:

სოფო დარჩიაშვილის სწავლის საფასური - 13 158,9 ლარი;
ალექსანდრე დარჩიაშვილის სწავლის საფასური - 11 328,9 ლარი;
დანიელ დარჩიაშვილის ბაღის საფასური - 3 947,65 ლარი;
გიორგი დარჩიაშვილი ბაღის საფასური - 3 947,65 ლარია.

ლაშა ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი - შვილების სწავლების გადასახადს თავად იხდის, 2023 წლის განმავლობაში მან ორივე შვილის, დემეტრე და დამიანე  ხუციშვილების სწავლაში ჯამში 13 171 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის სწავლის გადასახადი ვისთვის არის განკუთვნილი, თუმცა წერია რომ ფინანსები მინისტრმა სწავლის გადასახადი 6 178 ლარი და 6 993 ლარი გადაიხადა.

ოთარ შამუგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  - დეკლარაციაში მითითებულია, რომ ოთარ სამუგიას 3 შვილი ჰყავს: ლუკა, გაბრიელი და ანდრია.

რაც შეეხება სწავლების გადასახადს, მას შამუგიას მეუღლე მარიამ სამხარაძე იხდის. ანდრია შამუგიას სკოლის გადასახადმა 2023 წელს 5096 ლარი შეადგინა.

მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით შვილის, მარიამ სარჯველაძის სწავლის გადასახადისთვის მინისტრმა 5862,5 ლარი გაიდაიხადა.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება