სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

13 სახის ინფორმაცია, რომელსაც მასწავლებლის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს - მინისტრის ბრძანება
02-06-2024
-
+


„მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ  სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება), რომელშიც დაასრულა პირმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ან მისი უფლებამონაცვლე. სერტიფიკატის გაცემაზე (სერტიფიკატის დანართის გარეშე) უფლებამოსილია აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ან მას შეწყვეტილი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობა.

ბრძანებაში მითითებულია, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი სერტიფიკატზე:

ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს სერტიფიკატის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის მითითებით);

გ) დაწესებულების ემბლემა/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) „მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი“/„სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

ვ) პირის მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე, დაწესებულების სახელწოდების მითითებით, თუ აღნიშნული განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდებისაგან;

ზ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც დაასრულა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

თ) მითითება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  დასრულების შესახებ და კრედიტების რაოდენობა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემთხვევაში ასევე მიეთითება მიმართულება/საგანი/საგნობრივი ჯგუფი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის/საფეხურების მითითებით);

ი) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, ასევე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერა, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელს;

კ) ადგილი, სადაც გაიცა სერტიფიკატი;

ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);

ნ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების  ერთიან რეესტრში სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება