სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მასშტაბურად აღინიშნა
01-05-2024
-
+


ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

მე-3 კლასის მოსწავლეების (დამრიგებელი ლანა ბართაია) გზავნილი იყო - „შენ შეგიძლია დაეხმარო დედამიწას“.

მე-4 კლასელებმა (დამრიგებელი მაია თევდორაძე) კი საზოგადოებას შემდეგნაირად მიმართეს - „მიყვარხარ, დედამიწავდაგიცავ, მოგივლი და აგაყვავებ!“.

გვსურს ჩვენი დედამიწა „დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად ტრიალებდეს“ - ისურვეს მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მარიამი გიორგაძე);

I კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი მარინა გრიგალაშვილი) და მშობლებმა კი, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ყვავილების ნერგებით გაალამაზებს სკოლის ეზო.

აღნიშვნის გარეშე ამ დღეს მე-2 კლასშიც არ ჩაუვლია.

მე-2 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნონა ქობულაძე) კი აქტივობის - „დედამიწა ჩემი სახლია“, ფარგლებში, წყლის თვისებებისა მნიშვნელობის შესწავლის მიზნით, ჩაატარეს ცდები, მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები, ვიდეორგოლი და ისაუბრეს წყლის რესურსებზე - „ყოველი წვეთი მნიშვნელოვანია!“ 

უცხოური ენების კათედრამ V-VI კლასების მოსწავლეების მონაწილეობით (რუსული ენის პედაგოგები: მარიამი მელქაძე, ნატო ჭუმბურიძე) კი ჩაატარა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩვენ ერთი მიწა გვაქვს - მეორე არასოდეს იქნება!“

„აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო, მათ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ დამსწრე საზოგადოებისთვის ბუნებაში ქცევის წესები და ის, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ხელებით გავალამაზოთ და გავუფრთხილდეთ დედამიწას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების ფარგლებში, რუსული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებით (პედაგოგი: ლია ნემსაძე) მოეწყო აქტივობა. მოსწავლეებმა, სკოლაში წარადგინეს ნახატები „ჩემი თვალით დანახული დედამიწა“.

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით (პედაგოგები ნანა მანაგაძე, თამარი ბოხუა), დედამიწის დღესთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში დავასუფთავეთ სკოლის ტერიტორია და შემოგარენი.

„დავრგეთ დეკორატიული მცენარეები და ვარდების ნერგები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი ფორმატები „დედამიწა ჩვენი სახლია“, „დავიცვათ დედამიწა“, „გავუფრთხილდეთ გარემოს“.

აქტივობები ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება