სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N45 სკოლის მასწავლებლები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთნენ
01-05-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს პანსიონურ და საგანმანათლებლო მომსახურებას, 2023-2024 სასწავლო წელს ოფიციალურად ჩაერთო eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში, რათა მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების ახალი შესაძლებლობები შეეთავაზებინა.

eTwinning პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება. აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა, ხელს უწყობს საგანმანათლებლო პარტნიორობასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. ერთი-ერთი პრიორიტეტული თემა გარემოს დაცვაა, სწორედ ამ მიზნით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ბიოლოგიის მასწავლებლის მანანა ჟორჟოლიანის ინიციატივით, განხორციელდა eTwinning-ის პარტნიორული პროექტი - „Eco  detectives“.

პროექტში ჩართული იყო ქართველი, თურქი და რუმინელი მასწავლებლები. მოსწავლეებს ასისტირებას უწევდნენ ჟესტური ენის თარჯიმნები - თამარ ფხაკაძე და ნინო გვილავა. პროექტის პრაქტიკულ აქტივობებში აქტიურად იყო ჩართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნატალია გორდაძე.

პროექტის მიზნები გახლდათ:

  • მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
  • მათი ფორმირება აქტიურ, გარემოს დამცველ და გლობალურ მოქალაქეებად;
  • სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ცნობიერების ამაღლების კამპანიები გარემოსდაცვით საკითხებზე.

პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  • საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები პარტნიორ მასწავლებლებთან;
  • საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან გარემოსდაცვით საკითხებზე;
  • მოსწავლეების აქტიური ჩართულობით პრეზენტაციებისა და პოსტერების მომზადება გარემოს დაბინძურების უარყოფით ასპექტებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე. ტყეებისა და მდინარეების დაცვის, ნარჩენების მართვის და სხვ. საერთაშორისო თარიღების აღნიშვნა სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
  • პრაქტიკულ აქტივობებსა და ექსპერიმენტებში მონაწილეობა: კომპოსტის დამზადება, სკოლის ეზოში ნერგების დარგვა, ჰერბარიუმის შექმნა, მეორეული საგნებისგან ახალი ნივთების დამზადება;
  • მონაწილეობა პროექტის საერთო მოთხრობის შექმნაში - „Common Story“.

„eTwinning საერთაშორისო პროექტში სსსმ მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო საგანმანათლებლო გამოცდილება:

პრაქტიკული მუშაობისას მათ უფრო ღრმად გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და მდგრადი განვითარება;

თითოეულმა მოსწავლემ გააცნობიერა საკუთარი როლი და მნიშვნელობა გლობალური პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება