| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ნახევარი საუკუნეა, რაც მსოფლიოს 193 ქვეყანაში 22 აპრილს ჩვენი პლანეტა დედამიწის დღეს აღნიშნავს.
ამ ლამაზ დღესასწაულს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ ღვანკითის საჯარო სკოლის IV -V -VI კლასების მოსწავლეები, პედაგოგ მაკა ღიბრაძის ხელმძღვანელობით.
ბუნების პედაგოგმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს ამ დღის შესახებ. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ დედამიწა მათი საერთო სახლია და მას გაფრთხილება ესაჭიროება თითოეული ჩვენგანის მხრიდან.
„დაე, მშვიდობიან დედამიწაზე ეცხოვროთ ჩვენს პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურაობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ