სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კლიმატის ცვლილება“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა
19-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლებაში, პროექტული სწავლების მორიგი აქტივობა გაიმართა.

მე-10ბ კლასში (მოქლაქეობის მასწავლებელი - თამილა თუთბერიძე, დამრიგებელი - ლელა მანდარია) განხორციელებული აქტივობის თემა იყო „კლიმატის ცვლილება“. მის ფარგლებში, გაიმართა „შეხვედრა მოწვეულ სტუმართან“. სტუმრის რანგში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის პროფესორი, ამავე სკოლის მენტორი მასწავლებელი მზია კუბეცია იყო. 

შეხვედრის დასაწყისში ამავე კლასის მოსწავლის - ჯულიანა კუბლაშვილის შექმნილი ვიდეორგოლი უჩვენეს, რომელშიც ამომწურავად იყო გადმოცემული ადამიანის ნეგატიური ზეგავლენა ბუნებაზე. ღონისძიებაზე სტუმარმა მოსწავლეების დასმულ შემდეგ შეკითხვებს უპასუხა:

1. როგორ მოქმედებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ატმოსფეროში ნახშირბადის რაოდენობის ზრდაზე და ველური ბუნების შემცირებაზე?
2. რა შეიძლება მოყვეს ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების მიზანმიმართულ განადგურებას?
3. როგორ პროგნოზს აკეთებენ მეცნიერები 2100 წლისთვის?
4. რა მოხდება, თუ არ ვიმოქმედეთ?
5. არსებობს მდგომარეობის გამოსწორების შანსი?

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესით ისმენდნენ მიწოდებულ ინფორმაციას. ისინი კმაყოფილები იყვნენ და დასასრულს, მზია კუბეციას მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას  მე-11ბ კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება