სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

Happy birthday Pi - ქუთაისის N35 საჯარო სკოლის საინტერესო საერთაშორისო პროექტი
15-04-2024
-
+


ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. სკოლა ჩართულია ევროპული სკოლების განათლების პლატფორმაში - ESEP, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, საერთაშორისო პროექტი - Happy birthday Pi (დაბადების დღეს გილოცავ პი) ქუთაისის N35 საჯარო სკოლამ გამართა. ის მათემატიკური მუდმივა - π რიცხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო.

აღნიშნული პროექტი გასული წლის ნოემბერში დამტკიცდა და სასკოლო საზოგადოებამ მუშაობის უფლება მიიღო. პროექტში 3 ქვეყანა - საქართველო, საბერძნეთი და იტალია ჩაერთო. საქართველო სამი სკოლით იყო წარმოდგენილი, ესენია წყალტუბოს ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა, თერჯოლის N1 საჯარო სკოლა და ქუთაისის N35 საჯარო სკოლა.

ქუთაისის N35 საჯარო სკოლიდან პროექტში 3 კათედრა, 6 პედაგოგი და მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. პროექტში ჯამში 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. 

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს და საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

„რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს - ჩვენ პარტნიორობას გვიწევს საბერძნეთი, რომელიც არის პროექტის თანაავტორი, პედაგოგი კი აირინ ტომასი, სკოლა გახლავთ „არტემიდას“ სკოლა. ასევე, ჩვენი მეორე პარტნიორია იტალია, პედაგოგი ნოემი ვენერელი, რომელიც წარმოადგენს იტალიის ქალაქ ტერასინის მარია მონტესორის სკოლას. პროექტზე მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ეხლა კი გაგაცნობთ პროექტის საბოლოო ეტაპს - ღონისძიებას - დაბადების დღეს გილოცავთ პი (π). დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს და აღსაზრდელებს, დაუღალავი შრომისთვის და ასეთი სანახაობრივი ღონისძიებისთვის. კიდევ უამრავ წარმატებას და წინსვლას გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება