სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ბულინგს!“- ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - თეკლა სოსელიამ და მარიამ სურგულაძემ საინტერესო პროექტი განახორციელეს
15-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობის ინიციატორებიც არიან. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, თეკლა სოსელიამ და მარიამ სურგულაძემ პროექტი - „არა ბულინგს!“ განახორციელეს. მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია ხინთიბიძე გახლდათ.

აღნიშნული პროექტის მიზანი შემდეგი იყო:

  • ბულინგის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება, რათა მოსწავლეებს ბულინგის ნებისმიერი გამოვლენისაგან საზოგადოებისა და საკუთარი თავის დაცვა შეეძლოთ;
  • ბულინგის გავლენისა და მისი სავალალო შედეგების გაცნობიერება.
პრეზენტაციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. დასასრულ, მოეწყო ფილმის ჩვენება თემაზე, როგორ გამოვიცნოთ ბულინგი და მისი სახეები, რომლის გარშემო ასევე საინტერესო დისკუსია გაიმართა. პრეზენტაცია სკოლის დირექტორმა ანა გედევანოვმა შეაჯამა.

აქტივობა სამოქალაქო განათლებაში პროექტული სწავლების ფარგლებში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება