სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მოსწავლეებში სწავლის სიყვარულის გაღვივებას მივიჩნევ“ - თეა ჯოლბორდი, თბილისის N142 საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი
21-03-2024
-
+


თბილისის 142-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი პედაგოგი თეა ჯოლბორდი პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია პედაგოგს მოთმინებისა და თანგრძნობის უნარი გააჩნეს და შეეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა სადაც ბავშვები თავს კომფორტულად იგრძნობენ.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

მასწავლებლობა საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. კარგი მასწავლებელი - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ჩემთვის, კარგი მასწავლებელი, პირველ რიგში ექსპერტია თავის საგანში. მას აქვს საგნის ღრმა ცოდნა და შეუძლია ეფექტურად გადმოსცეს კომპლექსური საკითხები. ის ცდილობს აღძრას ცნობისმოყვარეობა მოსწავლეებში და ჩაუნერგოს სწავლის სურვილი.

ამავდროულად კარგ მასწავლებელს გააჩნია ეფექტური კომუნიკაციის უნარები. კარგ მასწავლებლებს შეუძლიათ ინფორმაციის მკაფიოდ და ეფექტურად გადმოცემა, მათი კომუნიკაციის სტილის ადაპტირება სხვადასხვა მოსწავლის საჭიროებებზე. კომუნიკაციის უნარის მეშვეობით ისინი ქმნიან დამხმარე და ინკლუზიურ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეები თავს კომფორტულად გრძნობენ.

მასწავლებელში აუცილებელი თვისებაა თანაგრძნობისა და მოთმინების უნარი. მას ესმით, რომ თითეული მოსწავლე უნიკალურია, განსხვავებული სწავლის სტილითა და გამოწვევებით.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- დისციპლინა და მასთან დაკავშირებული საკითხები ყველა მასწავლებელს აღელვებს. სწავლა-სწავლება კომპლექსური პროცესია, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს დისციპლინა. თავის მხრივ, დისციპლინა გულისხმობს, სტრუქტურირებული და მხარდამჭერი გარემოს შექმნას კლასში, სადაც მოსწავლეები მოტივირებულნი არიან მოიქცნენ პასუხისმგებლობით. ვფიქრობ, მკაფიო მოლოდინების დამყარებით, პოზიტიური განმტკიცების გამოყენებით და კლასის მართვის ეფექტური ტექნიკის დანერგვით მასწავლებელს შეუძლია კლასში კონტროლის შენარჩუნება, საგაკვეთილო პროცესის მშვიდად წარმართვა და სწავლა-სწავლებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ვფიქრობ, განსაკუთრებულად არც ერთ ფრაზას არ ვიყენებ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვფიქრობ, იმავე პროფესიას ავირჩევდი, რადგან მასწავლებლობა და ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო პროცესია.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ჩემი მოსწავლეები დამახასიათებენ, როგორც მზრუნველს, მოსიყვარულეს და მეგობრულს, რომელსაც შუძლია საგაკვეთილო პროცესი სახალისო გახადოს და ამავდროულად მათი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანოს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- სასწავლო პროცესში ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მივიჩნევ მოსწავლეებში სწავლის სიყვარულის გაღვივებას, მათთვის იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც საშუალებას მისცემთ, უკვე არსებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ მათი სასკოლო ცხოვრების ახალ ეტაპზე.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ფსიქოლოგია, როგორ მუშაობს ადამიანის სოციალურ-ემოციური მდგომარეობა. განსაკუთრებით, გაღრმავდა ჩემი ინტერესი უფროს სასკოლო ასაკში. დღესაც, როცა ჩემს მოსწავლეებს ვუყურებ, ვცდილობ ჩავწვდე მათ ფიქრებს, გრძნობებს, ემოციებს. ეს მიადვილებს მათთან ურთიერთობას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება