სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროტესტი იორმუღანლოს საჯარო სკოლაში და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხი მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებაზე
28-05-2018
-
+


იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თეა გურგენიძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

მათ დღეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს და აქცია მოაწყვეს, შემდეგ კი თეა გურგენიძემ მოსწავლეებს გაკვეთილი კარავში ჩაუტარა. მშობლების თქმით, გათავისუფლებული მასწავლებლის სკოლაში აღდგენამდე მე-4 კლასის მოსწავლეები სკოლაში არ მივლენ და გაკვეთილებს თეა გურგენიძე სხვა შენობაში ჩაუტარებს.

იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გურგენიძე ამავე სკოლის დირექტორმა ვაგიბ ახმედოვმა წინა კვირაში გაათავისუფლა სამსახურიდან. აქციის მონაწილეთა თქმით, დირექტორმა მასწავლებლის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსის მანანა ცუცქირიძის ზეწოლით მიიღო. რესურსცენტრის უფროსი ამ მოსაზრებას აბსურდულს უწოდებს და თეა გურგენიძის გათავისუფლებასთან კავშირს ოფიციალურად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ თეა გურგენიძეს ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს, რაც დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა და ბრალდება დაადასტურა. სკოლის სამეურვეო საბჭომ კი დისციპლინური კომიტეტის დასკვნა მართებულად არ ცნო. საბჭოს, რომელმაც გურგენიძის მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობა არ დააფიქსირა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგად, უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სამეურვეო საბჭოს საქმიანობის შესწავლის თაობაზე სამინისტროს იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორმა მიმართა, რაზეც შიდა აუდიტმა მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაასრულა:
 
„სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არამართებულად, არაჯეროვნად მიიჩნია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტს მომართა. შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგად, უფლებამოსილება შეუწყდა სამეურვეო საბჭოს (დაახლოებით ერთი თვის წინ). რაც შეეხება მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო თავად სკოლის დირექტორმა. სამინისტრო ვერ გაათავისუფებს პედაგოგს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის,“ - განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
 
რატომ გაათავისუფლა იორმუღანლოს საჯაროს სკოლის დირექტორმა პედაგოგი თეა გურგენიძე სკოლიდან, ამ კითხვაზე პასუხი მოსმენა უშუალოდ დირექტორისგან ვცადეთ, თუმცა ვაგიბ ახმედოვთან დაკავშირება ვერ მოხერდა, იგი ზარებს არ პასუხობს.

„კატეგორიულად ვგმობთ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებლის გათავისუფლებას“ -პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება