სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კატეგორიულად ვგმობთ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებლის გათავისუფლებას“ - პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი
28-05-2018
-
+


იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგის, თეა გურგენის სამსახურიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე. აღნიშნულთან დაკავშირებით მან Etaloni.ge-ს წერილი გამოუგზავნა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუწოდებს, საქმეს გურგენიძის საწინააღმდეგოდ მსვლელობა არ მისცეს.

„პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი კატეგორიულად გმობს იორმუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებლის, ქ-ნ თეა გურგენიძის გათავისუფლებას. როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, რამდენიმე წელია, გურგენიძის მიმართ ხორციელდება დევნა და ზეწოლა. რამდენიმე ფაქტი მიუთითებს, რომ პედაგოგის საქმიანობაში უხეშად ერეოდა საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ცუცქირიძე სასკოლო საქმიანობაზე უფლებამოსილების გადამეტებით ახდენდა და ახდენს სერიოზულ ზეწოლას. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ თეა გურგენიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ბათილად ცნობის მიუხედავად, დირექტორმა მაინც შეუწყვიტა პედაგოგს ხელშეკრულება. დირექტორი თავისი ნების საწინააღმდეგოდ დაექვემდებარა ცუცქირიძის უკანონო დირექტივას. მოცემულ მომენტში პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიზანმიმართული ქმედებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განიხილა რა ცუცქირიძის საჩივრები, მან გააუქმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება და თვით არჩევით ორგანოს - სამეურვეო საბჭოსაც შეუწყვიტა უფლებამოსილება. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას: ზოგადი განათლების კანონმდებლობით სამეურვეო საბჭო სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს (მუხ. 38, 1.თ.). შესაბამისად, გურგენიძესთან მიმართებით, სამეურვეო საბჭომ იმოქმედა კანონიერად. მართალია, სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება ცალკეულ შემთხვევებში სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ოღონდ არამც და არამც ამ კონკრეტულ მოცემულობაში. ეს არის თავისუფალი შეხედულების გამო კონკრეტული პედაგოგის დევნის დადასტურება. ამიტომ მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გამოიჩინოს სიბრძნე და არ მისცეს მსვლელობა საქმეს გურგენიძის საწინააღმდეგოდ, არ დაუპირსიპირდეს მოსწავლეთა ნებას, რომლებიც ახლა საპროტესტო აქციის სამზადისში არიან და რესურსცენტრის უფროსის უფლებამოსილების გადამეტების დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დააყენოს მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი,“ - აღნიშნულია პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ მოწოდებულ წერილში.

პროტესტი იორმუღანლოს საჯარო სკოლაში და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხი მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებაზე

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ეს ოქროს მედალი არის სკოლის, მოსწავლისა და მასწავლებლების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“

„დაე, ყოველი დღე ახალი ცოდნის, მეგობრობისა და სასიამოვნო აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს“
 
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა
 
დირექტორი ეკატერინე ჩიტაური
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება