სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართულის პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს - თეა გურგენიძე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
24-05-2018
-
+


იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, თეა გურგენიძეს სკოლის დირექტორისგან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიუვიდა. 

ორი თვის წინ დისციპლინური კომიტეტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც თეა გურგენიძეს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სკოლის სამეურვეო საბჭომ არ დაადასტურა.  

საბჭოს, რომელმაც გურგენიძის მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობა არ დააფიქსირა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგად, უფლებამოსილება შეუწყდა, შესაბამისად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც გაბათილდა.   

იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ისმიხან მამედოვის თქმით, აუდიტის დასკვნაში უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებზეა საუბარი და შეცდომა სამეურვეო საბჭოს დათხოვნის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.

თეა გურგენიძის თქმით, გუშინ მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ. დღეს კი, სკოლიდან მოსწავლეებს დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ გაკვეთილებს კიდევ გააცდენდნენ სკოლიდან გარიცხავდნენ. 

თეა გურგენიძე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და ეჭვობს, რომ მისი გათავისუფლების ინიციატორი საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ცუცქირიძეა.   

მასწავლებლის თქმით, ქართული სექტორის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ყოველთვის ღიად საუბრობდა, სწორედ ეს ფაქტი შეიძლება გამხდარიყო მისი გათავისუფლების მოტივი.   
 
საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე აბსურდულად მიიჩნევს ზემოთქმულ მოსაზრებას და ამბობს, რომ ქართულ სექტორში არსებულ პრობლემებზე გურგენიძის მხრიდან განსაკუთრებული საუბარი არ ახსენდება და პედაგოგის გათავისუფლება მის ინტერესებში არასდროს შედიოდა, მითუმეტეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა რესურსცენტრს არ აქვს.

თეა გურგენიძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, იორმუღანლოში კი ორშაბათს პედაგოგის მხარდასაჭერ აქციას გეგმავენ.  

რა მოხდა იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ორი თვის წინ?

უფრო ვრცლად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გვინდა, ჩვენს სკოლაში თითოეული თქვენგანი გრძნობდეს თავს დაცულად, თავისუფლად და დაფასებულად“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება