არაერთ წყაროში შეგხვდებათ მოსაზრება, რომ ალბერტ აინშტაინი სკოლაში არათუ ცუდად სწავლობდა მათემატიკას, არამედ უჭირდა კიდეც ამ საგნის მომზადება. რეალურად კი, ალბერტს ბავშვობიდან აღმოაჩნდა მათემატიკური ნიჭი და ცოდნით სასკოლო მასალას უსწრებდა.
მოგვიანებით აინშტაინმა ციურიხის პოლიტექნიკუმში ჩაბარება ვერ შეძლო. უმაღლესი შეფასება მიიღო მათემატიკასა და ფიზიკაში, სხვა საგნებში კი საკმარისი ქულები ვერ დააგროვა.
ერთწლიანი მომზადების შემდეგ, 17 წლის ასაკში, ალბერტი სტუდენტი გახდა.