სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის დღევანდელ განცხადებას“ - EQE -ს თანამშრომლები 
15-05-2024
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ცენტრის დღევანდელ განცხადებას ემიჯნება. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადება „ჩრდილს აყენებს საქართველოს ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს.“

აღსანიშანვია რომ განცხადებასთან ერთად სოციალურ ქსელში რამდენიმე თანამშრომლის ცალკეული სტატუსიც გავრცელდა, რომლებიც აცხადებენ რომ პროტესტის ნიშნად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით მიმართეს. 

 
ამ დროისთვის განცხადებას ხელს 80-ზე მეტი თანნამშრომელი აწერს (ხელმომწერთა რაოდენობა ცვალებადია). განცხადების ტექსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელთა უმრავლესობა და ზოგადად, ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ჩრდილი ადგება საქართველოს ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი მდგომარეობა, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ცალსახა არჩევანს, რასაც ცენტრის თანამშრომლები დაარსების დღიდან ვემსახურებით. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ 33 წლის მანძილზე გაცხადებულ ევროატლანტიკურ დღის წესრიგს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გასული ორი წლის მანძილზე დაუღალავად ვმუშაობდით სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და სტუდენტებთან, პროფესორებთან, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვიზეიმეთ მიღებული შედეგი. 

ვხელმძღვანელობთ რა უმაღლესი განათლების ევროპული სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია სტუდენტზე ორიენტირება, საგანმანათლებლო პროცესის მოქნილობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის მრავალფეროვნება, აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია. მზად ვართ ვემსახუროთ განათლების ხარისხის განვითარების მიზნებს როგორც ამას ვაკეთებდით პანდემიის პირობებში და გვწამს, რომ საუნივერსიტეტო სივრცე ღირსეულად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის ადეკვატურად წარმართვას, სწავლის შედეგების მიღწევას და საზოგადოების მსახურებას, რადგან არასდროს ასე საჭირო და დროული არ ყოფილა უნივერსიტეტის მესამე მისიის აღსრულება.

საქართველო უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის სრული წევრია, აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჩართული ვართ ბოლონიის პროცესის განგრძობითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხელს ვუწყობთ ევროპული და ამერიკული კვლევითი გრანტების ქვეყანაში შემოდინებას, ქართული საგანმანათლებლო სისტემის მუდმივ ინტერნაციონალიზაციას და ათიათასობით საერთაშორისო სტუდენტიც ამ დამსახურებების საფუძველზე გვიერთდება ყოველწლიურად, რაც ამავდროულად მილიონობით დოლარის კონტრიბუციას უდრის ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება ქართველი სტუდენტების დაწინაურებას და თანასწორობას მსოფლიო ასპარეზზე.

ღრმად გვწამს, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური, თითოეული პროფესორი და სტუდენტი კი თავისუფალი საკუთარი სინდისის წინაშე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი უნივერსიტეტების, სტუდენტების, პროფესორების, ექსპერტების გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად“ 

იხილეთ ხელმომწერთა სია

ჩვენ, საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და თანამშრომლების განცხადების საპასუხოდ ცენტრის პოზიციის გასაგებად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა წარმომადგენლისგან პასუხი და გამოხმაურება ამ დრომდე არ მიგვიღია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებით მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და საგანმანათლებლო მიღწევები იზეიმეს

ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურსში წარმოდგენილი ლექსები, პროზაული ნაწყვეტები და ისტორიული თემები

პროექტის თანადამფუძნებელ ბელა მარიასთან (საბერძნეთი) ერთად, იამზე მსხვილიძემ შეძლო უნიკალური საგანმანათლებლო გეოგრაფიის შექმნა

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება