სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთსა და იმავე ბავშვს ღუმელთან ახლოს ჯდომა ხშირად არ მოუწევს“ - ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში ორიგინალური გამოსავალი იპოვეს
22-01-2018
-
+


ლენტეხის N1 საჯარო სკოლა შეშის ღუმელით თბება. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთა შვილებიც ღუმელიდან მოშორებით სხედან და ასე ვთქვათ, არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, სკოლას პრეტენზიით მიმართეს. სკოლამ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ორიგინალური გამოსავალი იპოვა. 

ამის შესახებ Etaloni.ge-ს ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნატო ჯანხოთელმა უამბო:

„მშობლები პრეტენზიებით მოგვმართავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე ბავშვები ისხდნენ ღუმელთან. ეს საკითხი დაწყებით კლასებში იდგა. მასწავლებლებმა ასეთი გამოსავალი იპოვეს - დემოკრატიულობის პრინციპი დაცული რომ იყოს, ატარებენ კენჭისყრას, მერხები დანომრილია და ვისაც რა ნომერი მერხი შეხვდება, იმ მერხზე ჯდება. შესაბამისად, ხშირად არ მოუწევს ერთსა და იმავე ბავშვს ღუმელთან ახლოს ჯდომა.“

პრობლემის ორიგინალურად გადაჭრის შემდეგ მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან პრეტენზიები ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ ყოფილა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება