სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სექტებრიდან პირველკლასელები „დედა ენის“ სახელმძღვანელოს მიიღებენ 
15-07-2019
-
+


სექტებრიდან ყველა პირველკლასელი იაკობ გოგოებაშვილისეული მეთოდით შემუშავებულ „დედა ენის“ სახელმძღვანელოს მიიღებს - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან და მინდა, აქედან მივესალმო სრულიად საქართველოს. ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას.

ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი, შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ჩვენი ენა და ანბანი. მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულისწყრომა, სამართლიანი და ობიექტური. მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა, ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოსა და ქართველი ენის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება.

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგოებაშვილის „დედა ენა“. ეს არის განსაკუთრებული ნაბიჯი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდა.

სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს „დედა ენის“ სახელმძღვანელოს და დარწმუნებული ვარ, ისევე შეიყვარებენ ჩვენი ბავშვები ამ სახელმძღვანელოს, როგორც ჩვენს თაობას უყვარდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უკვე გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, იაკობ გოგოებაშვილისეული მეთოდით შედგენილი პირველი კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი) –„დედა ენის“ მაკეტს გრიფი მიენიჭა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება