სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის ცნობარში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს -​ „​ნაეკი“​ აბიტურიენტებს მიმართავს
29-03-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ 2019 წლის ცნობარში ცვლილებებია მოსალოდნელი, ამიტომ აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა მათ მიერ არჩეულ პროგრამას აკრედიტაცია არ გაუუქმდეს

ცნობარში პირველი ცვლილება უკვე განხორციელდა - რამდენიმე უნივერსიტეტმა გარკვეულ პროგრამებზე აკრედიტაცია მოიპოვა.

„თუ პროგრამას აკრედიტაცია გაუუქმდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. აბიტურიენტმა მუდმივად უნდა ამოწმოს ცენტრის ვებ-გვერდი, რათა ინფორმირებული იყოს, გაუუქმდა თუ დაემატა აკრედიტირებული პროგრამები ცნობარს. სწორედ ამიტომ არის, რომ სასურველი პროგრამების შეცვლა აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის ჩათვლით შეუძლიათ. მსგავსი ტიპის პროცედურები წინა წელსაც მიმდინარეობდა.  

იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელს გარკვეული პრობლემები შეექმნათ აბიტურიენტებს და ცენტრმა დამატებითი მობილობა გამოცხადა, რათა გაუქმებულ პროგრამებზე მოხვედრილი აბიტურიენტები აკრედიტებულ პროგრამებსა და უნივერსიტეტებში გადასულიყვნენ, წელს აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღებას დაეთმობა. ​​მაქსიმალურად გვინდა ამ საკითხზე ყურადღება გავამახვილოთ და აბიტურიენტებს ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. აგვისტომდე დიდი დროა და ამას სულ გავიმეორებთ, რომ პროგრამები გადაამოწმონ“,-განაცხადა გორგოძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება